პროექტის მიზანია შენობაში, სადაც ამჟამად განათავსებულია კათარზისი, კერძოდ მის მანსარდში  მოეწყოს კლასიკური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰოსპისი. ჰოსპისი გახლავთ პალიატიური დახმარების ორგანიზებული სტრუქტურა, რომლის საუკეთესო მოდელიც ითვალისწინებს  უკურნებელი და ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტთა მოვლას როგორც ბინაზე, ისე სტაციონარში, ამ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და სულიერ დახმარებას, აგრეთვე, სოციალურ მუშაკთა და მოხალისეთა ორგანიზებით სოციალური და ეკონომიკური დახმარების გარკვეული პაკეტის შეთავაზებას.