პირველი ქართულენოვანი ვებ-რესურსი და გამოცემა მათთვის და მათზე ვისაც შეუსრულდა 50, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ისინი ძვირფასნი არიან.
ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლოა არასდროს ყოფილა ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი როგორც 50-პლუს ასაკში. 50 წლის ზევით, ორგანიზმში არაჯანსაღი ცხოვრების და/ან გარემოს მიმართ რეაგირების და წინააღმდეგობის რესურსი ისეთი აღარ არის როგორც ახალგაზრდობაში; ასაკის მატებისას, სხეულთან ერთად ცვლილებებს განიცდის ადამიანის იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია, ტვინის უჯრედები და ჰორმონები...