თავშესაფარი
თავშესაფარი გახსნილია იმ ხანდაზმული ქალბატონებისათვის, ვისაც ბინის პრობლემა აქვს (14 ადგილი). ხანდაზმულები სარგებლობენ კომპლექსის ყველა სერვისით, მათ სამჯერადი კვება და ყოველდღიური საექიმო მომსახურება აქვთ, უტარდებათ სიმღერისა, ცეკვის და არტ.თერაპიის გაკვეთილები, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სეანსები. პერიოდულად დადიან ექსკურსიებზე. ბებიებს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სახლოვნებო კოლექტივები. ეს სამსახური 1996 წლიდან დღემდე 300-მდე უბინაო ქალბატონს დაეხმარა.