დღესდღეობით ვეტერანებისთვის მოქმედებს შემდეგი სახის შეღავათები:
სახელმწიფო გასაცემლები
საგადასახადო შეღავათი
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ასევე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოსავალი 6000 ლარამდე.
საყოველთაო ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის ითვალისწინებს სპეციალურ პაკეტს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება
დამატებითი სამედიცინო მომსახურება ვეტერანთათვის
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავს იმ სერვისების (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, წინა და პოსტოპერაციული გამოკვლევები და სხვა) მიწოდებას, რასაც არ ფარავს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მედიკამენტებით დაფინანსების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
სამედიცინო მომსახურების მიმღები ბენეფიციარები არიან სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შემდეგი პირები:
ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ,, ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილეებისათვის ითვალისწინებს შემდეგ სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევას:
მომსახურების ხარჯი ერთ ვეტერანზე შეადგენს არაუმეტეს 250 ლარს.
დამხმარე საშუალებებით და უზრუნველყოფა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მიხედვით, ეკუთვნით შემდეგი დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა:
დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით და ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ით დაფინანსებით სარგებლობენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები.
უმაღლესი განათლების დაფინანსება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან:
პროფესიული განათლება
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №182 დადგენილების თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს
შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 და 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებების თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სარგებლობენ შეღავათებით, კერძოდ:
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ვეტერანთათვის შეღავათი ასევე დაწესებულია ქ. ბათუმის, ქუთაისის,( შშმ ვეტერანებს), რუსთავის, ბორჯომის, ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
შეღავათი რკინიგზის მატარებლებით მგზავრობაზე
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N44 განკარგულების თანახმად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, ომში დაღუპული ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მატარებლებით მგზავრობაზე , გარდა:
მაგისტრალური (ადგილობრივი) მიმოსვლის ღამის სამგზავრო მატარებლების მოდერნიზებული პირველი კლასის (რბილი 2-ადგილიანი) და მე-3 კლასის (საწოლადგილიანი), საფირმო სამგზავრო ელექტრომატარებლების ბიზნეს-კლასის და პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობისა.
გათვალისწინებულია შეღავათები საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებზე:
შეღავათები დევნილი ვეტერანებისათვის
დახმარება ვეტერანთა გარდაცვალებისას
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.
ასევე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეუღლე, მშობლები, შვილები ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელი) სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით შემდეგი პირების გარდაცვალებისას:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;