
კათარზისი შეიქმნა 1990 წელს, პოსტ საბჭოთა საქართველოში ღრმა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კრიზისის დროს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი" არის სოციალური დახმარების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია ასაკოვანი მოსახლეობისათვის. ჩვენი ხანგრძლივი გამოციდლების მიხედვით ეს მომსახურება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. სერვისები უფასოა და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ხანდაზმულისთვის, ვისაც აქვს ამის საჭიროება.
სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, სრულფასოვანი სიბერე, მოხუცთა ჯანმრთელობა, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში - ასოციაციის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია. უმთავრესია ასაკის მატებასთან ერთად ხანდაზმულმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ღირსება და არჩევანის თავისუფლება, არ უდნა შეელახოს თავმოყვარეობა. აი, ეს არის უმთავრესი ჩვენთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოხუცები ხალისიანად ატარებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას.
კათარზისის სამსახურები:
პროგრამები და აქტივობები
თეატრი ნოსტალგია
თეატრი ნოსტალგია სათნოების სახლის სამსართულიანი სოციალური კომპლექსის პირველ სართულზე მდებარეობს. კათარზისის ეს მხატვრული ერთეული აერთიანებს, ერთის მხრივ, მცირე თეატრალურ დარბაზს და, მეორეს მხრივ, ოცამდე ხანდაზმული არტისტისგან შემდგარ თეატრალურ დასს, რომელიც 18 სპექტაკლსა და მრავალ კომიკურ სკეჩს თამაშობს 1993 წლიდან.
გაიგე მეტი
კაფე ჯულია
აქ ხანდაზმულები საუბრობენ ფინჯან ჩაისა თუ ყავაზე, აღნიშნავენ დაბადების დღეებს, უსმენენ მუსიკას, მართავენ შეხვედრებს. ყოველდღიურად მას 220-მდე ხანდაზმული სტუმრობს. მუშაობს ყოველდღე, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში.კაფე ატარებს ორგანიზაციის დიზაინერის ქალბატონ ჯული სუხიშვილის სახელს, რომელიც გვახსოვს და გვიყვარს...
გაიგე მეტი
თავშესაფარი
კათარზისში ფუნქციონირებს მხოლოდ მანდილოსანთა თავშესაფარი. აქ დღეისათვის 14 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი...თავშესაფარი გახსნილია იმ ხანდაზმული ქალბატონებისათვის, ვისაც ბინის პრობლემა აქვს.ხანდაზმულები სარგებლობენ კომპლექსის ყველა სერვისით, მათ სამჯერადი კვება და ყოველდღიური საექიმო მომსახურება აქვთ.
გაიგე მეტი
ექიმის კაბინეტი
ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებს.
გაიგე მეტი
სასადილო
კათარზისის სასადილო 450 ხანდაზმულს ემსახურება ყოველდღიურად, ასევე, 23 მწოლიარე ავადმყოფს ამარაგებს მშრალი საკვები პროდუქტებით ყოველთვიურად.
გაიგე მეტი
სილამაზის სალონი
კათარზისის სილამაზის სალონი ყველასთვის ღიაა; ნებისმიერ ხანდაზმულს შეუძლია სილამაზის სალონის მომსახურებით ისარგებლოს თუკი ამის სურვილი ან საჭიროება აქვს.
გაიგე მეტი
ჩვენი პროექტები
კათარზისი მედიაში
მეც დავბერდები!
1990 წელს გაეროს ასამბლეამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1 ოქტომბერი გამოაცხადა. საქართველოში ეს დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
გაიგე მეტი
კათარზისი ერთ წუთში
ერთი წუთი კათარზისში... რთულია მოკლედ თქვა გულიდან მომავალი დიდი სათქმელი... ისინი ცდილობენ!
გაიგე მეტი
გამოცდილების 34 წელი
არასამთავრობო სექტორში ხანდაზმულებზე მზრუნველობის 34 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ დარგის ნამდვილ ექსპერტებად ჩამოგვაყალიბა!
გაიგე მეტი
ბერიკაცებო, დავრგოთ ნერგები!
2005-08 წლებში ამ პროექტის მონაწილე მოხუცებმა 500-მდე ნერგი დარგეს თბილისის სხვადასხვა რაიონში. "დაუტოვე შთამომავლობას!" - ასეთი იყო პროექტის სლოგანი.
გაიგე მეტი
კათარზისი
გასულ წელს 160-მა ადამიანმა 1050 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობრივი დახმარება გაგვიწია. ( 6 მუდმივი თანამშრომელი წლიურად )
მოხალისეები
ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ.
დონაცია